რას მოიცავს ეს?
განიხილავთ საქართველოში საცხოვრებლად ან სამუშაოდ გადასვლას? იმისათვის, რომ ქვეყანაში თქვენი შესვლა და დარჩენა მოხდეს კანონიერად, უნდა დაიცვათ ყველა მიმდინარე რეგულაცია, რაც მრავალსაფეხურიანი პროცედურაა.
ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან ნებისმიერი სავიზო განაცხადის გაკეთებაში და არა მარტო. თუ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე და გსურთ საქართველოში მუდმივად ცხოვრება თამამად შეგიძლიათ მოგვმართოთ კონსულტაციისთვის. ასევე, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ, საქართველოში გადმოსვლის მსურველებს, ჩამოსვლის შემდგომ პროცედურებში. როგორიცაა, სახლის ქირავნობის ან ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივად სწორად შედგენა, კომუნალური სერვისებისთვის რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშის გახსნა და მრავალი სხვა. ჩვენ გვყავს საქართველოში საიმიგრაციო სამართლის იურისტების გამოცდილი გუნდი და შეგვიძლია ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, რაც შეიძლება გქონდეთ ჩამოსვლამდე და ჩამოსვლის შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებით.